რეზონანსი
25.10.2021

„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა დღეს ახალგაზრდობის პირველ შესახვევში გამართა და ადგილობრივებთან საუბრისას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. დროს უნდა ვაჯობოთ, რადგან ვაქცინაცია ნიშნავს ფატალური შემთხვევების შემცირებას, საკუთარი თავისა და სხვების გაფრთხილებას, ასევე ჩვენთვის მოცემულ მეტ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ერთმანეთთან ცოცხალ კომუნიკაციას და ახალი პროექტების რეალურ განხორციელებას უფრო ეფექტურად, სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, მერობის კანდიდატმა ქუთაისის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და ქალაქის როგორც განათლების ცენტრის მნიშვნელობა აღნიშნა.

„საქართველოს ეროვნული იდეა არის განათლება და განათლების ცენტრი - ქუთაისის ხვალინდელი დღეა. სამი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ, სადაც შესაძლებელი იქნება გართობის და შემოქმედებითი რესურსების, კლუბური ცხოვრების ხელმისაწვდომობა, რაც მიმზიდველს გახდის ჩვენ ქალაქს სხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×