რეზონანსი
24.10.2021

რასაც ვუყურებ, არამგონია, ესენი აზრზე მოვიდნენ, მაგრამ ეს მოთხოვნები ძალიან სწორია, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს

მისი განმარტებით, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისია შექმნილი, რასაც ცვლილებები სჭირდება.

"ეს ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. ის, რომ ახლა აქ ყოველდღე 20 ათასი კაცი არ დგას და არ ყვირის, არ ნიშნავს, რომ კრიზისი არ არის. ქვეყანაში კრიზისი არის და პირველ რიგში, ადამიანების თავში, ადამიანებს დაკარგული აქვთ მომავლის რწმენა. ერთადერთი, რამაც შეიძლება იმედი და პერსპექტივა გააჩინოს, ეს არის ხელახალი, წესიერი არჩევნები, სამართლიანი სისტემით, როდესაც მოსახლეობის განწყობები რეალურად იქნება საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ კრიზისი განიმუხტოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×