რეზონანსი
20.10.2021

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ხასიას მეუღლის, ნატალია ბართაიას განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცავებმა ხასია აწამეს.

ბარქაიას თქმით, მისი მეუღლე უდანაშაულოა.

"ყველაფერი ტყუილია. აწამეს ხალხნო, არ უცემიათ, აწამეს, პროკურორები რასაც უნდა, იმას ამბობენ და მორჩა. 17-20 წელი რატომ უნდა იჯდეს ჩემი ქმარი, როცა ის დამნაშავე არ არის?

ჩემ ქმარს მე-8 სართულზე რომ აწამებდნენ, მე-5 სართულზე მესმოდა, ეს ნორმალურია? ბიძინა ლოგინის ქვეშ შეიძლება იმალებოდესო, 4 წლის ბავშვს ეძინა ლოგინზე, პოლიციელმა ბავშვს ხელი სტაცა და მდივანზე დააგდო, ეს ნორმალურია ხალხნო? დღეს რაც პროკურატურამ გააკეთა, იმას ვაპროტესტებ",- განაცხადა ბარქაიამ.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვა - ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×