რეზონანსი
24.09.2021

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებმა განუცხადეს, ბავშვს სახლში რკინის კარი დაეცა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.

ოჯახის ახლობელის თქმით, ახალ ბინაში გადადიოდნენ და შემთხვევა სწორედ იქ მოხდა.

“ახალ ბინაში გადადიოდნენ, რკინის კარები ჩამოხსნეს და კედელზე მიაყუდეს, ამ დროს გადმოყირავდა კარი და დაეცა ბავშვს,”- ამბობს ოჯახის ახლობელი TV25 თან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×