რეზონანსი
24.09.2021

„ქართულ ოცნებას" კარგად აქვს „დამუღამებული", როგორ წამოიკიდოს „ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა საკითხზე, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა არჩევნების დროს საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი დღეებისთვის.

„ამაზე ლაპარაკობენ ყველა არჩევნების დროს, გავიგეთ! ჩვენ, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" ვემზადებით 2 ოქტომბრისთვის ამიტომ, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, ჩემო კარგებო, მოდით არჩევნებზე გამოვფხიზლდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ ქვეყნის განვითარებისთვის. ნუ მოვექცევით ჯადოს ქვეშ, რომელსაც „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში უკეთებს ქართველ ამომრჩეველს. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება კითხვას, როდესაც საქმე ჯადოზე მიდგება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას" რატომ ახსენებს, ვაშაძე პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჯადოს თავი არ აქვს".

„რისი თავი, რა ჯადოს თავი აქვს „ნაცმოძრაობას" ოპოზიციაში, მითხარით. ბოდიშს ვიხდი ტერმინისთვის, „ქართულ ოცნებას" კარგად აქვს „დამუღამებული", როგორ წამოიკიდოს „ნაციონალური მოძრაობა" სხვადასხვა საკითხზე",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×