რეზონანსი
24.09.2021

„გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? - ჰგავდა, ყური ჰგავდა? - ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ამით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა და მელიას ქცევა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე გამოსახულ შინაარსს შეადარა.

„ჩვენი ოპონენტები ბანერებზე მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ - შევიდნენ საკუთარ Facebook-გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს" გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიისვე თქმით, „ქართულ ოცნებას" ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან", არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×