რეზონანსი
22.09.2021

კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ნინო მა­ხა­რაშ­ვი­ლი-ბა­რა­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­ი ამბობს, მა­ხა­რაშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან ორ თვე­ში სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

"შარ­შან და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დგომ, ორ თვე­ში გახ­და ცუ­დად და აღ­მო­აჩ­ნდა მრავ­ლო­ბი­თი მი­ე­ლო­მა, სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა. შემ­დგომ თურ­ქეთ­შიც წა­იყ­ვა­ნეს, სწო­რედ იქ და­უს­ვეს ეს დი­აგ­ნო­ზი. ბოლო 2 თვეა ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, დღეს გარ­და­იც­ვა­ლა" - ყ­ვე­ბა ambebi.ge-სთან მა­ხა­რაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ახალ­გაზ­რდა ლექ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"ეს რა სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია ქალ­ბა­ტო­ნო ნინო !!! რა უსა­მარ­თლოა ეს ცხოვ­რე­ბა , არც კი მჯე­რა ან რო­გორ უნდა და­ვი­ჯე­რო ნა­თე­ლი და სან­თე­ლი შენს ლა­მაზ სულს უთ­ბი­ლე­სო ადა­მი­ა­ნო რო­გორ დამ­წყვი­ტეთ გული, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა წინ და­მიდ­გა რა სა­ში­ნე­ლე­ბაა"

"სა­უ­კე­თე­სო დე­კა­ნი ნამ­დვი­ლად ყვე­ლას და­აკ­ლდე­ბა ეს უნი­ჭი­ე­რე­სი პი­როვ­ნე­ბა"

"ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და შენი ნახ­ვა გუ­შინ ვი­ყა­ვი სამ­სა­ხურ­ში, გე­ძებ­დი, გი­კი­თხე სად არის-მეთ­ქი ნინ მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან და სულ მეყ­ვა­რე­ბი"

ნინო მა­ხა­რაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. ის ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×