რეზონანსი
04.08.2021

ოლიმპიური ოქროს მოპოვებისა და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ ლაშა ტალახაძის ოჯახი „რუსთავი 2“-თან პირველ კომენტარს აკეთებს.

ამბობენ, რომ ლაშასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობა იყო და +15 კგ-თი მეტიც შეეძლო, რომ დაეფიქსირებინა.

„ძალიან ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა და იყო კიდეც სანერვიულო. ეს ლაშას ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობაა. მოგეხსენებათ, მთელი 1 წლის განმავლობაში ლოდინის რეჟიმში იყო, ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო. არც იცოდნენ, ჩატარდებოდა თუ არა, ძალიან ამაყი ვარ“, – ამბობს ლაშას დედა, ჟანა თოდაძე.

„ამაზე მეტი ბედნიერება არ შეიძლება იყოს ქვეყანაზე. შენი შვილი ამხელა რეკორდებს ამყარებს, ამხელა ასპარეზზე გამოდის, პირველი კაცია, წარმატებულია და დღევანდელ დღეს ამაყი კი არა, ამაყზე ამაყი მამა ვარ“, – განაცხადა კობა ტალახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×