რეზონანსი
04.08.2021

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

თუშეთის გზის 35-ე კილომეტრზე, ე.წ. ბოთლის წყალთან „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან იყო. სეზონურად მას მთაში ტურისტები გადაჰყავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×