რეზონანსი
28.07.2021

ქართული სპორტის გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ლაშა ბექაურის (90 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონობას, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა, რითიც ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.

„21 წლის ძიუდოისტმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა და გახდა 37-ე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა!

დღეს ტოკიოში საქართველოს დროშა აფრიალდა და ქართული ჰიმნი აჟღერდა! დღეს ჩვენ ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ.

ჩემი დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული მადლობა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს. ჩემი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს“, - წერს თეა წულუკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×