რეზონანსი
06.03.2021

ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს იყო ვაქცინაცია.

„ვაქცინაციის საკითხზე იყო საუბარი. ვაქცინასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობის​ მიუხედავად და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე. ყველაზე გვიან პერიოდს ვიტყვი იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოების წინაშე. ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს და შემოვა საქართველოში ვაქცინა. საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრაზენეკაზე“. ნებისმიერი სხვა გზითაც, სხვა მიმართულებებითაც მიდის მუშაობა. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და ეტაპობრივად მოხდება პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა და შემდეგ უკვე ვაქცინაცია გაგრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, გაწერილი გეგმის მიხედვით“, – განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (06.03.2021)
შემოიტანეთ ჩინური ვაქცინა სინოვაკი და დაიწყეთ მოსახლეობის აცრა. ყოველი დაგვიანებული კვირა ასობით ქართველის სიცოცხლის ფასია - ტოდროსას ჯმო-ს ნუ უცქერთ. ტოდროსა არ არის ქართველი ხალხის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. თქვენ ხართ, საუბედუროდ! 3 600 დაღუპული გყავთ კოვიდით. იმაზე მეტი ვიდრე 10 მილიონიან აზერბაიჯანს. ანუ მოსახლეობის პროპორციულად 3-ჯერ მეტი. წიხლ ქვეშ ხართ გასაგდები უცოდინრობის და უპასუხისმგებლობის გამო. უბედურება ის არის მეორე მხარეს უარესი ნაგავი და ავანტურისტები არიან. თურქებზე კომპეტენტურები ხართ? თუ თურქებს თქვენზე ნაკლებად უყვართ თავი ან ქვეყანა თქვე იდიოტებო!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )