რეზონანსი
02.03.2021

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

დეკანოზი აღნიშნულ მიმართვაში ამბობს, რომ მის მიმართ ცილისწამება გრძელდება.

,,ჩემს ცილისმწამებლებს დღეს არჩილ გამზარდია შეემატა. ამაზე მძიმე ცილისწამებებისთვისაც არ მიპასუხია, მაგრამ რადგან პირადად ვიცნობ, ვესაუბრე და ვთხოვე აეხსნა რამ დააწერინა ამდენი აბსურდი ერთ პოსტში და ვთხოვე ერთი რამ მინიშნება ეკარნახა, რაც დაადასტურებდა იმას რაზედაც წერდა. შევთავაზე, პირადი შეხვედრა, საპატრიარქოში შეხვედრა, ჩვენთან ეთერში შეხვედრა და მასთან პირდაპირ ეთერში, რათა გვესაუბრა ამ პოსტში გამოთქმულ, მისი კერძო მოსაზრებების გარშემო. მივიღე ირიბი უარი, ფორმალურად მთავაზობს ეთერს, მაგრამ მრავალ სხვადასხვა საეკლესიო საკითხზე და მის პოსტზეც მათ შორის! რაც ნიშნავს პასუხისმგებლობის არიდებას.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უპასუხისმგებლობა?იტყვიან რაღაცას და მერე უნდა იმართლო თავი? თუ რა აქვს ამას გაგრძელება გაუგებარია?პირველივე კომენტარში ჩავაგდებ რას წერს და თავად იმსჯელეთ, ეს რომელი პროფესიის ადამიანის ნააზრევი შეიძლება იყოს?”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )