რეზონანსი
02.03.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა იწყება. როგორც ბრალდებული ივერი მელაშვილი აცხადებს, სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან დანაშაულის ფაქტი არ არსებობს.

„არ ვიცი დღეს რამდენად მოესწრება ყველა საკითხის განხილვა და ალბათ. კიდევ და კიდევ იქნება პროცესები. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალიაც მართლები ვართ და დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და არა მარტო ჩვენ. შესაბამისად, განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს. არ არსებობს თავად დანაშაულის ფაქტი და ვერ ვიგებ როგორ უნდა წაუყენონ ბრალდება ზემდგომ პირებს, გნებავთ კომისიის თავმჯდომარეს, მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი იქნება, ჩემამდე არ დადის. ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა", - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის ადვოკატის თქმით, საქმეს პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად

„ეს არ არის რიგითი საქმე, რადგან აქ არის ძალიან მაღალი დოზით პოლიტიკური შინაარსი. ღარიბაშვილის პრემიერად დანიშნვა ამ საქმისთვის არსებითად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თუკი აქამდე ვკითხავდით თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ პრემიერს. თუ ამ საქმეზე პროცესები დაჩქარდება, ეს გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია განაჩენი რაც შეიძლება მალე დადგეს", - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )