რეზონანსი
01.03.2021

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების სამ საათიანი შეხვედრა დასრულდა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგმა სხვა დონეზე აიწია.

"დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეგვიძლია გვქონდეს. ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხიც. 

არ იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, არიან თუ არა მხარეები მზად ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ.

წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ. 

რაც შეეხება პლებისციტს, ამაზე არ გვისაუბრია. ეს არის სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი ამ პროცესის,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
samartali   (02.03.2021)
EVROKAVSHIRIS PREZIDENTMA,taviant qveynebs mixedon,usamartlobas,vai demokratias da vai xalxze zrunvas,korubcias,da taglitobas,shemdeg sxva qveynebs moywodon da chaerion mat saqmebshi,evropa!evropa !evrobam miyvana qartveli xalxi gadajishebis gzaze,qali rom ar qalobs da kacebi ver arian dzveli omaxiani vajkacebi qartuli mentalitetit! AI ES ARIS EVROPA!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )