რეზონანსი
25.02.2021

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე წერტილი დასმულია და ეს საკითხი აღარ იხილება. საკითხი დგას ძალიან მკაფიოდ-პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რიგგარეშე არჩევნები. სხვა თემა არ არსებობს, - ამისნ შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლაზე საუბარი არაადეკვატურია.

„თალაკვაძისნაირი ბრიყვების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და ამბობს, ოპოზიცია შემოვა პარლამენტშიო, საერთოდ ხვდებით ალბათ, რომ ეს საკითხი შეკითხვის დონეზეც არაადეკვატურია. ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ პარლამენტიდან. ეს დისკუსია დამთავრდა ხალხო და თუთიყუშებივით რამდენიც გაიმეორებთ, თქვენ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში, რადგან დაემსგავსებით კოლექტიურ თალაკვაძეს. დღეს საკითხი სხვანაირად დგას. მგონი იმ 23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორიათასი ადამიანი და დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე წერტილი დასმულია და ეს საკითხი აღარ იხილება. საკითხი დგას ძალიან მკაფიოდ-პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რიგგარეშე არჩევნები. სხვა თემა არ არსებობს", - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )