რეზონანსი
23.02.2021

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზადაა საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად და დიალოგისთვის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა

"ნებისმიერ დროს მზად ვართ, მით უმეტეს, ჩვენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. დაფიქსირებულიც გვაქვს ამის სურვილი და კონტაქტზეც ვართ ყოველთვის, ვფიქრობთ, მათი როლი იყო და იქნება განსაკუთრებული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ საერთაშორისო კრიტიკა მოსალოდნელი იყო, თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს იმედი აქვს, რომ კრიტიკა შერბილდება, როდესაც პარტნიორები ნიკა მელიას საქმეში უფრო დეტალურად გაერკვევიან:

"დღევანდელი სურათი, ასე ზედაპირულად თუ შევხედავთ, წინასწარ ვიცოდით, რომ თუ ასეთი მოხდებოდა არავის მოეწონებოდა ამისთვის მზად ვიყავით, ეს კრიტიკა, რიგ შემთხვევებში საკმაოდ მწვავე, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ სანამ სიღრმეში ჩახვალ, ცუდი ნიუსია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფორმალური თუ რეალური საკუთარ ოფისშია დაკავებული. როგორც კი ჩვენი პარტნიორები დეტალურად იქნებიან საქმის კურსში ჩაყენებული, ჩემი აზრით და იმედიც შეიძლება იყოს, კიდევ უფრო შერბილდება კრიტიკა. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს გამოწვევას უქმნის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ეუბნება, რომ მე კანონს არ შევასრულებ და ფეხებს ვერავინ მომჭამს და გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ერთადერთი გზა გაქვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა გააკეთონ ის რაც მოხდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
linda   (24.02.2021)
რა ამაზრზენი კაცუნა ხარ, შენთან ერთად 10-მდე მოღალატე დაჯდება საერთაშორისო სამართლის სკამზე. მუდმივი ციხე არ აგცდებათ გავრილოვის ჩამომყვანო ვირთხა კლოუნებო, სამშობლოს ორშაურად გამყიდველებო!!!

ИНЦИТАТУС   (23.02.2021)
Деда гкавс шен? ар гецодеба? Вер гаузрдихар.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )