რეზონანსი
27.01.2021

როდესაც ვაქცინას ვიკეთებთ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ ვიცავთ, ასევე ვიცავთ ჩვენ ოჯახის წევრებსაც, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პირველი სარგებელი არის ის, რომ მცირდება დაავადების მძიმე ფორმების განვითარების ალბათობა.

„ვაქცინაციას აქვს ორი სარგებელი, პირველი სარგებელი არის ის, რომ მცირდება დაავადების მძიმე ფორმების განვითარების ალბათობა. ამ ეტაპზე კოვიდს ახლავს ლეტალობა დაახლოებით 1%-ი. ჩვენ ის ერთი პროცენტიც არ გვაქვს დასაკარგი და ის ერთიც გვინდა ცოცხალი გვყავდეს. გარდა იმისა, რომ ვაქცინაციის ფონზე მცირდება და თითქმის ნულზე დადის სიკვდილიანობა, მეორე სარგებლიანობა ვაქცინაციის არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვიკეთებთ ვაქცინას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ ვიცავთ, ასევე ვიცავთ ჩვენ ოჯახის წევრებსაც“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )