რეზონანსი
27.01.2021

50 წლის ქალი, რომელიც დღეს ახალქალაქში ხიდიდან გადახტა, ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის ძმის მეუღლეა.

ენზელ მკოიანის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლაა.

"წელს ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს, ეს ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჯერ შარშან, 4 ოქტომბერს მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 1 წლის წინ პროკურატურაში საქმე არ აღძრულა.

2020 წელს მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, შვილთან სატელეფონო საუბარს მოითხოვდა. ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო. შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გააჩერეს. ამის შემდეგ მისმა გულმა ვერ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა,"-აცხადებს მკოიანი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

გარდაცვლილი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )