რეზონანსი
27.01.2021

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანა დიდი ძალისხმევა დასჭირდა და თუ ის მოსახლეობამ არ გამოიყენა, ცუდი იქნება.

"მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მიხო   (27.01.2021)
ნამდვილად უსაფრთხო არის 😀 რას იზამ თენგიზა გითხრეს ასე სთქვი თუ არა წადი. შენც კი იცი ასე მალე არ ხდება ვაქცინის შექმნა და გამოცდა.

ani   (27.01.2021)
მაგ სიმართლით იარე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )