რეზონანსი
27.01.2021

ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბი აშკენაცის მისალოც წერილშია აღნიშნული, ის მოელის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებას.

„ისრაელს და საქართველოს შორის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა 2 ათასწლეულს ითვლის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია აქვს. ველი თქვენთან ერთად მუშაობას და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებას", - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბი აშკენაცის მისალოც წერილში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგ ი, ასევე გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების დამკვიდრების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტაბილურად და ნაყოფიერად ვითარდება.

თავის მიმართვაში, ბელარუსის პირველი დიპლომატი, ვლადიმირ მაკეი გამოთქვამს იმედს, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უფრო დინამიკურად განვითარდება.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ურმას რეინსალუ კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესტონეთი კვლავ გააგრძელებს როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანჟე ლოგარის მიმართვაში ნათქვამია, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული რეფორმების გატარებას და ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებას.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )