რეზონანსი
26.01.2021

თავიანთ განცხადებებში წინააღმდეგობაში არიან შესული. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი რისთვის სჭირდებათ?! - თუ არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას, მაშინ ვერ ვგებულობ, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომელიმე რაუნდზე საუბარს?- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია, საარჩევნო რეფორმასა და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კი მმართველი გუნდის პოზიცია ღიაა.

„რიგგარეშე არჩევნები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ არ გადავდივართ. მითუმეტეს, მას შემდეგ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებით ჩატარების შესახებ აღიარა. აქედან გამომდინარე, აპელირება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ღიაა. მოლაპარაკებების შედეგად ფაქტობრივად ბევრ საკითხზე პოზიციების დაახლოება მიღწეულია. ჩვენ ღია ვართ, დასამალი და დასაფარი არაფერი გაგვაჩნია",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია თავის მოთხოვნებში დაბნეულია.

„ოპოზიცია შესულია ჩიხში და გარკვეულწილად, დაბნეულია თავისივე მოთხოვნებსა და მოწოდებებში. საარჩევნო პროცესის დახვეწისთვის რაც საჭიროა, ამ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ და თუ ამ ნაბიჯების გადადგმაში შემოგვიერთდებიან, მოხარული ვიქნებით",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )