რეზონანსი
26.01.2021

2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ახალშექმნილი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიან მმართველობას, - ამის შესახებ გამოცემა Times-ი წერს.

ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

,,აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას ნატოში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში. საქართველო ასევე ეცდება ევროკავშირში შესვლას 2024 წელს", - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ გაუძლოს კრემლიდან მომავალ ზეწოლას - „ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის - ევროკავშირის წევრი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (26.01.2021)
Егеб винмем гвитхрас ту рогор дакарга нацмодзраобам квекнис 20%. Ам сисулелес чвентан шегнебулад аврцелебен. 1.Родесац ес териториеби даикага нацмодзраоба ар арсебобда. 2.Самхрет осети дакарга Гамсахурдиам. 3.Афхазети, Шевардзнадзем набичвари Китованис дахмаребит. Ес статиа ромелиц ТАИМСС "гамоуквекнебиа" арис 100% феики. Арц имис гаморицхва шеидзлеба ром шекветили икос, "цхимиани" гасамрджелос санацвлод. Ту ак ткуили рам давцере мзад вар мивиго квеланаири ландзгва-гинеба упретензиод.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )