რეზონანსი
24.01.2021

როდესაც ომბუდსმენი საუბრობს ე.წ. მაყურებლებზე, ჩვენ მას მოვუწოდებთ, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რათა ჩვენ შემდგომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ გიორგი პატარიძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ციხეს ადმინისტრაცია მართავს, ბრძოლა კრიმინალურ სუბკულტურასთან კი მუდმივად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პატიმარი სხვა პატიმარზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ის დახურულ დაწესებულებაში გადაჰყავთ.

„შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. სუბკულტურის მიმდევრები არიან და სწორედ მათ აქვთ განცდა, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა მსჯავდებულებზე. თუმცა, სწორედ მსგავსი ფაქტები იდენტიფიცირების შემთხვევაში ხდება ხოლმე კონკრეტული მსჯავდებულების ნახევრად ღია დაწესებულებებიდან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა. გასული 2 წლის განმავლობაში გვაქვს დაახლოებით 100 ასეთი შემთხვევა“, - აღნიშნავს პატარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.01.2021)
დაკითხვაზე სხვანაირად ისაუბრებ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )