რეზონანსი
24.01.2021

ევროპის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ დაადასტურა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დეფინიცია „ოკუპანტი რუსეთი“ უკვე საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დამტკიცდა. ასევე დადგინდა, რომ კრემლი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები. ევროპის სასამართლოს გადაწყევტილება 2008 წლის 12 აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდს ეხება და მასში ღია ომის - 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდი ვერ მოხვდა.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ 8-დან 12-მდე რუსეთს არ ჰქონდა პასუხისმგებლობა. ამაზე, სხვათა შორის მიუთითებს ის ფაქტი, რომ სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევის პროცედურულ ნაწილში დაადგინა დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს ეხება სწორედ 8-დან 12-მდე მოვლენებს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ უკვე 8-დან იწყება რუსეთის პასუხისმგებლობა ამ მოვლენებისთვის“, - განმარტავს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში წინა ხელისუფლების პერიოდში გადაიგზავნა. „ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლის სადავეები 2013 წლიდან გადმოიბარა. მათ, ვინც ამ პერიოდიდან უშუალოდ ჩართული იყო მტკიცებულებათა მოძიებაში უკვირთ, რატომ არ გამოიჩინა მეტი ძალისხმევა სააკაშვილის გუნდმა სტრასბურგში საქმის მოსაგებად. იმ ყოფილმა მთავარსარდალმა, რომელიც ახლა ცდილობს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს.

„საგულისხმოა, რომ თავად მაშინდელი მთავარსარდლის, სააკაშვილის ბრძანება, რომელმაც 10-ში დილით გამოიყვანა ჯარები სამხედრო არეალიდან, ჩვენთვის სამართლებრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულება იყო, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ დავტოვეთ სამხედრო მოქმედებები არეალი, მაგრამ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას მაინც აგრძელებდა, ეს ბრძანება არსად აღმოჩნდა და დღეს ვხედავთ, რომ ის მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარ ბრძანებას ვერ მიხედა, ამბობს, რომ მოიგო. მეორედ თი მესამედ გაუგებარი გამარჯვება მოიპოვა“, - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.01.2021)
მალე გაგიყრიან მახინჯ ტრაკში


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )