რეზონანსი
24.01.2021

სინოპტიკოსები 24 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობასა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +9 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება ზუგდიდში, შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

გორში მზიანია ამინდია, +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. 

მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ტემპერატურის მატება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )