რეზონანსი
22.01.2021

სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

„ეს არის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის იურიდიული კვალიფიკაცია და სამართლებრივი ფაქტი. ეს თვისობრივად, განსხვავებულია პოლიტიკური ფორუმების შეფასებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის. თუკი შევხედავთ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, აქამდე სასამართლო იყენებდა ცნებას - ეფექტური კონტროლი, რომელიც ამავდროულად, ნიშნავდა ოკუპაციას, ამ შემთხვევაში კი, მან პირდაპირ გამოიყენა ცნება - ოკუპაცია რეგიონებთან მიმართებაში.

ეს არის ის იურიდიული ენა, რომელსაც გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს, ე.ი ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი" - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი2"-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნიკა   (23.01.2021)
ადრე თუ გვიან მოეთხოვცებაპუტინს პასუხი

გიორგი   (23.01.2021)
ამაშ ეჭვი ეპარებოდა ვინმეს ნეტა ამაშ აქამდე?“!

2021   (23.01.2021)
2008-წლის 12-აგვისტოს ხეშეკრულების და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების მხრივ საჭირო იქნება შეუპოვარი ბრძოლა, როგორც საინფორმაციო ველზე, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური სანქციების და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მხრივ, ვინაიდან და რადგანაც რუსეთი ამ გადაწყვეტილებას თავის სასარგებლო ინტერპრეტაციას აძლევს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )