რეზონანსი
22.01.2021

მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და გაზრდილი პროვოკაციებისა, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში. საქართველო მტკიცედ დგას დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მედეგობა, - , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო.

ამ თანამშრომლობას უნდა ვუმადლოდეთ თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომელიც საჭიროა წევრობისთვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )