რეზონანსი
21.01.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, მარიანჟელა სიმაუს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომასთან დაკავშირებით პანიკა საჭირო არ არის.

„პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მარიანჟელა სიმაუს განმარტებით, ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოა.

„ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს ყველა ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებს", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )