რეზონანსი
21.01.2021

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა. ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება.

ამასთან, ამირან გულუაშვილის თქმით, 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა.

საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების ერთი 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში", - აცხადებს პროკურორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.01.2021)
თქვე დედაგაბახებულებო. მარტივი ენით აგვიხსენით, ეგ მონაკვეთები უკვე შეთანხმებულია? თუ ილიჩოვა მოღალატე ტერორისტია და ტერიტორიები გაასხვისა, ფაქტები კაბინეტში დამალა?

2021   (21.01.2021)
მარტივად და გასაგებად აგვიხსნის ვინმე, გადაცემულია ტერიტორია, თუ არ არის გადაცემული და თუ გადაცემული არ არის, მაშინ დანაშაული სად არის...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )