
ის რაც ახლა პოლიციის განყოფილებაში ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა. ეს განცხადება რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ მოსკოვთან ახლოს მდებარე ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გააკეთა. ალექსეი ნავალნის ვიდეომიმართვას მისი პრესმდივანი კირა იარმიში „ტვიტერში" ავრცელებს.
„არ ვიცი რა ხდება. ვინ არის ეს ხალხი. რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციაში. ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას, რომელზეც ჩემი დაპატიმრების საკითხი განიხილება, პოლიციის განყოფილების უფროსის შუამდგომლობით, რატომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში. რატომ არ მომცეს დოკუმენტი. მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს. მაგრამ ახლა ალბათ „იმ ბაბუას პუნკერში" იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა", - აცხადებს ნავალნი.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, ახლა მისი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის საკითხი განიხილება. სხდომა პოლიციის განყოფილებაში იმართება.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2) | გიორგი (18.01.2021) ვინც სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ოკუპანტებს არ გაიყვანს და გააგრძელებს პუტინის საგარეო პოლიტიკას რუსეთში, საქართველოს მხარდაჭერას არ იმსახურებს. ნავალნი ზუსტად ისეთი დამპალია საქართველოს მიმართ, როგორც პუტინი. ფეხებზე მკიდია ციხეში ჩასვამენ თუ ტრუსიკს მოუწამლავენ, საქართველოს თუ არ არგია რა მნიშვნელობა აქვს პუტინი იქნება თუ ნავალნი.
ხაკა (18.01.2021) ქართველებს არ უნდა დაავიწყდეს, რომ 2008 წლის ომის დროს ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას, ქართველებს კი "გრიზუნები" უწოდა. ნავალნი არის რუსული быдло-ს ლიდერი. რუსეთის მოსახლეობის 99% კი არის быдло. ამიტომაც ეშინია პუტინს ნავალნის, ლიბერალი ოპოზიციონერები კი ფეხებზე ჰკიდია.
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|