რეზონანსი
18.01.2021

დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი გავაგდეთ, ბიძინა ივანიშვლის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მაგალითმა უნდა დანერგოს ახალი პოლიტიკური სტანდარტი, დაასრულოს მესიანიზმისა და ძალაუფლებაძე ჩაბღაუჭების ერა, ახლო პერსპექტივაში კი გახსნას გზა ახალი ადამიანებისთვის, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც ივანიშვილის მმართველობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ" დაუშვა.

„მთელი კვირაა თქვენთან ერთად თვალ-ყურს ვადევნებ გამოხმაურებებსა და რეაქციებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. ერთი რამ ნათელია, ე.წ. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად და ელექტორალურად განადგურებულია, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე მდგომარეობაში არიან მათი მედიებიც, რისი მკაფიო ილუსტრაცია იყო გვარამიას გუშინდელი ეთერი. ამ ფონზე განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ვისმენ ადეკვატურ შეფასებებს იმ ადამიანებისგან, ვინც გასულ წლებში კრიტიკას არ აკლებდა „ქართულ ოცნებას". მეც მადლობით დავიწყებ... დიდი მასშტაბის ფიგურის საქმიანობა, ცხადია, დიდ მასშტაბში და ფართო პრიზმიდან უნდა შეფასდეს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის ორი ნაბიჯი ნამდვილად მნიშვნელოვან და პოზიტიურ კვალს დატოვებს, ეს არის მისი პოლიტიკაში შემოსვლა და პოლიტიკიდან წასვლა. (აღარ გავამახვილებ ყურადღებას ქველმოქმედებაზე, რაც საზოგადოდ ცნობილია და ნაყოფი სახეზეა) დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი გავაგდეთ, ბიძინა ივანიშვლის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა. ამ მაგალითმა უნდა დანერგოს ახალი პოლიტიკური სტანდარტი, დაასრულოს მესიანიზმის და ძალაუფლებაძე ჩაბღაუჭების ერა. ახლო პერსპექტივაში კი გახსნას გზა ახალი ადამიანებისთვის, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც ივანიშვილის მმართველობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ" დაუშვა. მძიმე შეცდომები კი იყო! სწორედ ამიტომ დავტოვე 2 წლის წინ „ქართული ოცნება". მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის ადამიანების ბედის მინდობა დანაშაულის ტოლფასია. დაუშვებლად მიმაჩნია მაღალი დონის კორუფციის წახალისება. შეცდომა იყო არასწორ ადამიანებზე ფსონის დადება, არაერთხელ ვიწვნიეთ მლიქვნელების დაწინაურების შედეგები. შეცდომა იყო წინა რეჟიმის დამნაშავეებთან გარიგებებში შესვლა. უგუნურება იყო საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა. დასანანია, რომ ძირეულად არ შეცვლილა ეკონომიკური ხედვა და გაგრძელდა „ნაცმოძრაობის" ეკონომიკური მოდელით ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ივანიშვილის წასვლით ეს ყველაფერი გადაიფაროს და ერთი ხელის მოსმით გამოსწორდეს, მაგრამ მჯერა, რომ ეს ნაბიჯი ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისია და ახალ მოცემულობაში შეიქმნება ასპარეზი კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვაში პოზიტიური წვლილის შეტანა,"- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (18.01.2021)
ამ კუანა ბავშვს რა უნდა, ისევ გამოჩნდა ეს ქურდების შვილობილი?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )