რეზონანსი
16.01.2021

„ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორების თვალში თავი მეორედ შეირცხვინა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ამ ანგარიშში ოპოზიციის მიმართ საკმაოდ მძიმე შეფასებებია.

„იქ არი სიტყვები, რომ ძირი არ უნდა გამოუთხარონ დემოკრატიას - დაახლოებით ასე მოიხსენიებენ... იგივე მონიტორინგის ჯგუფმა, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ შედეგების გაპროტესტება დაიწყო, როდესაც საბოლოო შედეგი არც იყო ცნობილი. ამიტომ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უკვე მეორედ შეირცხვინა თავი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )