რეზონანსი
16.01.2021

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და პარტიაში არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს საზოგადოებაში, ჩვენ ყოველთვის გვანიჭებდა უპირატესობას. შესაბამისად, მისი პოლიტიკიდან გასვლით ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. ახლა საჭიროა გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ. ჩემი აზრით, მხარდამჭერები ახლა ელოდებიან ქართული ოცნებისგან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )