რეზონანსი
05.12.2020

მოსკოვში დღეს მოსახლეობის მასობრივი კოვიდვაქცინაცია დაიწყო. მომავალ კვირას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსეთის რეგიონების მოსახლეობა აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს. როგორც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის იანვარ-სექტემბერში იქნება შესაძლებელი, როდესაც ამ ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება წარმოებული.

რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა კომპანია Pfizer-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება. აშშ-ში ეს პროცესი 11 დეკემბრის შემდეგ დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×