რეზონანსი
05.12.2020

„ნატოს მინისტერიალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი აღმოჩნდა“, -  ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის თავმჯდომარე დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ნატო-მ გამოთქვა მზაობა, რომ მისი თითოეული წევრი სახელმწიფო გააძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც რეალობად აქცევს საქართველოს სურვილს, გახდეს ნატოს წევრი:

„პირველ რიგში მოხდა ხაზგასმა, რომ საქართველო ნატო-სთვის წარმოადგენს სტრატეგიულ, მნიშვნელოვნად პარტნიორს, რომელიც მასზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია და აღებულ კურსს განუხრელად იცავს. მინისტერიალზე იმსჯელეს და დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული „არსებითი პაკეტი“, რომელიც ზრდის საქართველოს თავდაცვის უნარიანობას და აახლოებს ნატო-სთან, ასევე მოხდა „ნატო 2030 სტრატეგიის“ დამტკიცება, სადაც ხაზგასმულია რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი. ნატო-მ გამოთქვა მზაობა, რომ მისი თითოეული წევრი სახელმწიფო, გააძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც რეალობად აქცევს საქართველოს სურვილს, გახდეს ნატოს წევრი!“ - აღნიშნა ჩიხელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით დიდი პროგრესი აქვს, რაშიც დიდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი:

„ნატო-მ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ პატივს სცემენ და აღიარებენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინისტერიალზე მიღებული განახლებული „არსებითი პაკეტი“, რომელიც საქართველომ პირველად 2014 წელს მიიღო, ადასტურებს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, სწორ გზაზე დგას და ჩვენს ქვეყანაში მყარია დემოკრატია, რომელიც მუდმივ განვითარებას და სრულყოფას განიცდის. საქართველოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით დიდი პროგრესი აქვს, რაშიც დიდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი, რომელმაც მინისტრობის პირველივე დღიდან, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო/განახორციელა,(ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, ახალი სადაზღვევო პაკეტი ჯარისკაცებისთვის, ხელფასების ზრდა და ა.შ.) რომელიც ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდას და მთავარი მიზნის, ნატო-ს წევრობის მიღწევას ემსახურება!“- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×