რეზონანსი
05.12.2020

ჩემი პასუხიმგებლობა ძალიან დიდი და ამ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, ქვეყანაში სამედიცინო კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

„პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ახლა ქვეყანაში დგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის, მსოფლიოში ასეთი დიდი პანდემია 100 წლის წინ იყო და ვინც ამას მოესწრო, ის ხალხი უკვე აღარაა.

ცუდად, ხარვეზებით, ბევრი კრიტიკის ფონზე, კარგად, მაგრამ უკვე 2 თვეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ასეთ ძლიერ შემოტევას უძლებს, ხუმრობა ხომ არ არის დღეში 4-5 ათასი ინფიცირებული?!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×