
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.
„ვაქცინის შექმნის კუთხით პროგრესი გვამხნევებს და ახლა უკვე ვხედავთ გვირაბის ბოლოს შუქს. თუმცა, ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს უამრავ ადგილში კორონავირუსის გადაცემის ძალიან მაღალი სიჩქარე შეინიშნება.
„ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაცრი ზომების გატარებით ვირუსის გადაცემის გაკონტროლება შეძლო. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საჭიროა, რომ მოსახლეობამ სანიტარული ნორმების დაცვა განაგრძოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.