რეზონანსი
29.11.2020

უდიპლომო მინისტრების ფოიერვერკია, რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა - მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ჩაკეტილ წრეს გავარღვევთ, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უდიპლომო მინისტრები ქვეყანას აზარალებენ“.

"ყოველდღიურად ვუყურებთ უდიპლომო მინისტრებს. რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან რადგან, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი ამყოფებს. მან თავისი რუსული მეთოდებით და 90-იანების აზროვნებით მართავს ქვეყანას. ჩვენი მიზანია რომ ამ წრიდან გავიდეთ. ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება. ჩემი და ჩემი მეგობრების იდეა და მისიაა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას,"- განაცხადა ხაზარაძემ.

"ლელოს" თავმჯდომარემ მისი და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი განმარტა - ხაზარაძის თქმით, ისინი არ შეუშინდნენ არსებულ სიტუაციას და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტეს.

"მე და ბადრის შეგვეძლო თავის დროზე წავსულიყავით ქვეყნიდან, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. შეგვეძლო არ ჩავრეულიყავით პოლიტიკაში, მაგრამ ვიყავით მართლები და ასე არ მოვიქეცით. არ გავექეცით სასამართლოს, შორიდან არ დავიწყეთ ყურება ჩვენი ქვეყნის გაჭირვების და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა დავიწყეთ. რადგან ჩვენ რეალურად ვხედავთ რა დღეშია ხალხი და რომ მათ სჭირდებათ დახმარება”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
კოტე   (29.11.2020)
ბ-ნო ხაზარაძევ, კარგი იქნება გაეცნოთ თამუნა ყურაშვილის სტატიას ტიკარაძის დიპლომის შესახებ და ამის შემდეგ აღარ იძახებთ უდიპლომოებს,თქვენ მაინც როგორ აყევით ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს ,გადაუმოწმებლად რომ იმეორებთ ამ სიცრუეს,თუ გაინტერესებდათ მაშინ გარკვეულიყავით სისწორეში,თუ არ გაინტერესებთ მაშინ რატომ ლაპარაკობთ ამ თემაზე? თქვენ ეს არ შეგშვენით გამოცდილ ადამიანს.

Re   (29.11.2020)
Sheni dedas she nagavo

Nani   (29.11.2020)
თუ ესე გული შეგტკივა ხალხზე ბანკის პროცენტები დაწიე დაბლა ფაშისტო აფერისტო და გარეწარო

Gufa   (29.11.2020)
Xazaradze sheni dedis tr..ksi sheve..ci

Hugo   (29.11.2020)
ეს გარეწარი გააჩუმეთ ვინმემ

Hugo   (29.11.2020)
ეს გარეწარი გააჩუმეთ ვინმემ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×