რეზონანსი
29.11.2020

კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის განცხადებით, მისი ძმა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

როგორც იმერი კავსაძე ინტერპრესნიუსთან აღნიშნავს, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ყველაფერი ნორმაზეა, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს, არის საავადმყოფოში და ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ კარგად იყოს. საგანგაშო არაფერი არ არის აბსოლუტურად, უბრალოდ კახი არის უფრო ნაომარი ასე ვთქვათ, ოპერაციებით და საჭიროა მისი უფრო მეტი მეთვალყურეობა ვიდრე ჩემი, მე შედარებით ნაკლები ოპერაციები მაქვს. არაფერი არ აკლია აბსოლუტურად, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს.

არ არის მართვით სუნთქვაზე, რა მართვით სუნთქვაზე, მშვენივრად, ნორმალურად არის“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×