რეზონანსი
28.11.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ​სახლის პირობებში დაინფიცირდა.

მისივე თქმით, 62 წლის ეპიდემიოლოგს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა, რის გამოც სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა.

"მას ჰქონდა გარკვეული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, აქედან გამომდინარე, ის დისტანციურ რეჟიმზე გვყავდა გადაყვანილი და, ძირითადად, ეპიდკვლევებს ახორციელებდა სახლიდან და მონაწილეობდა პროცესში, როგორც რეკომენდაციების კუთხით, ასევე კონტაქტებთან კომუნიკაციისა და ეპიდზედამხედველობის განხორციელების კუთხით დისტანციურად.

მას, სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო პირობებში მაინც მიაკითხა "კოვიდ 19"-მა და დაინფიცირდა ოჯახურ გარემოში. სამსახურში რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ინფექცია, თუმცა, შიდა გავრცელება არ გვაქვს და არცერთი შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რამეთუ ძალიან სწორად და ოპერატიულად იმართება ეს პროცესი, გვაქვს როტაციული ჯგუფები, რომელიც ჯერ ერთი ჯგუფი მუშაობს და მერე ხდება მისი ჩანაცვლება,"- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×