რეზონანსი
26.11.2020

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი.

„დასამალი არაა, ჩვენ დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი. რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი. ეს ყოველთვის ასეა ყველა დაავადებასთან მიმართებაში. ერთია რასაც სისტემა იჭერს და არეგისტრირებს. მაგალითად, ინფექციებს რომ თავი დავანებოთ, დიაბეტით ჩვენთან რეგისტრირებულია 110 000 ადამიანი, მაგრამ საერთაშორისო ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, ჩვენთან არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დიაბეტით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნოდარი   (28.11.2020)
არ უნდა ჩვაყაროთ ჩვენი მედიკოსების შრომა წყალში

გაბუ   (28.11.2020)
უნდა მოცუფრთხილდეთ ერმანეთის ჯარნმთლეობას


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×