
ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები მათზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს და გამოსავალი არ არსებობს, "დღის კურიერის" ეთერში ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა.
ნათია თურნავას თქმით, ბიზნესს უკვე ისედაც შეუქმნა პანდმიამ პრობლემები და ამის მაგალითად რესტორნები მოიყვანა. მინისტრის თქმით, სარესტორნო ბიზნესის პრობლემაა ის, რომ აღარ არიან ვიზიტორები და თავად საქართველოს მოქალაქეებიც თავს არიდებენ ხალხმრავლობას რესტორანში:
"გამოსავალი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს არის საკმაოდ დაბალანსებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ მივმართავთ ტოტალურ ლოკდაუნს. მათ ისედაც აქვთ პრობლემები, ამაზე იყო გულახდილი საუბრები, რაზეც ჩვენ მათ ვხვდებოდით. რესტორნებს მაგალითად, ერთი რომ, არ არიან ვიზიტორები, მეორე- საქართველოს მოქალაქეებს ეშინიათ, რომ ხალხმრავლობას შეუერთდნენ რესტორნებში და თუ ადრე სავსე იყო, ახლა თითო-ოროლა სტუმარი ჰყავთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.