რეზონანსი
26.11.2020

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მძიმეა, მაგრამ მართვადი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დახმარების ორთვიანი პაკეტი ბიზნესის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

„აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილებიც. ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ. რა თქმა უნდა, როგორც შეზღუდვებს, ისე გლობალურ პანდემიას ექნება დარტყმა ეკონომიკაზე.

ვხედავდით, რომ ეპიდემიოლოგიური მართვის პროცესები იყო კარგი, თუნდაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ კი პროცესების დამძიმება გამოიწვია, ამიტომ აუცილებელი გახდა დამატებითი შეზღუდვების შემოღება", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მიშა   (26.11.2020)
აზრი აღარ აქვს რამის დაწერას.დედა აქვს საქართველოს ნატირები,თან როგორ : მაგრად...იტყვით გამოსავალიო არიო ???? აღარა გამოსავალი, რაზგონი აკრეფილი აქვს დედის ტირებას........... მგონი რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, დაგვანგრევს და დაგვშლის კუბიკ კიბიკ....


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×