რეზონანსი
26.11.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,66 ათასი ტონა, რაც 0,58 ათასი ტონით  ანუ 25,9%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (2,24 ათასი ტონა) შედარებით და 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,75 ათასი ტონა)  შედარებით. 

ქვეყნების მიხედვით, მ/წლის ოქტომბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  თურქეთიდან - 0,47 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი -  0,29 ათასი ტონა (17,5%),  გარმანია - 0,19 ათასი ტონა (11,4%); ნიდერლანდები - 0,09 ათასი ტონა (5,4%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,45 ათასი ტონა, რაც 0,97 ათასი ტონით ანუ 5,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (16,42 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  თურქეთიდან - 4,66 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი -  2,45 ათასი ტონა (15,8%),  გერმანია - 1,38 ათასი ტონა (8,9%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (6,3%), და სხვ.

2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 112,5%-ით მეტია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, იმპორტის 94,1%  (3,2 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 33,6 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (31,4 ათასი ტონა). 

მათ შორის, იმპორტის 94% (31,6 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×