რეზონანსი
26.11.2020

არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ცხედარი ბუენოს-აირესში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს. ამის შესახებ გამოცემა ADNSUR ავრცელებს.

დამშვიდობების ცერემონიის გამართვის ადგილას ფეხბურთელის ახლობლები უკვე მივიდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე) დაიწყება და ყველა მსურველისთვის ღია იქნება.

სასახლის წინა მოედანზე ლეგენდარულ ფეხბურთელთან დასამშვიდობებლად ასობით გულშემატკივარი უკვე შეიკრიბა. მარადონას პატივსაცემად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალი აქციები გაიმართა.

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×