რეზონანსი
26.11.2020

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელმა 740 ერთეულით მოიმატა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი, რაც 5 შემთხვევით მეტია გუშინდელ მაჩვენებელზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×