რეზონანსი
25.11.2020

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გონივრული შეზღუდვები დაწესდეს.

„შეზღუდვები იქნება მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სრული ლოკდაუნით წარმოდგენილი. ჩვენ სამწუხაროდ ისევ გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება, რეალობად იქცა მოსალოდნელი მეორე ტალღა, რომელიც ხედავთ, რომ უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

პარალელურად მუშავდება სოციალური პაკეტი, რომ კონკრეტული ოჯახებისთვის, კონკრეტული მოქალაქეებისთვის ეს მძიმე ვითარება ნაკლებად ტვირთისშემცველი აღმოჩნდეს სოციალური კუთხით. რა თქმა უნდა, აქ იქნება შემუშავებული პროგრამები კონკრეტული ბიზნესაქტივობის მხარდასაჭერად. მრავალმხრივი პროექტი იქნება შემუშავებული, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება ხვალ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×