რეზონანსი
24.11.2020

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას განცხადებით, დღეს კლინიკებში ბევრი ისეთი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ. დავით გადელია ასეთ პაციენტებს ურჩევს, მკურნალობის პერიოდი სასტუმროში გაიარონ, რაც კლინიკების გადატვირთვის აცილებას ხელს შეუწყობს.

"ალბათ რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების, ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობია ერთ კაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კანტროლი ქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება,"- აცხადებს დავით გადელია.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი იმ მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას სახლის პირობებში გადიან, რჩევებს აძლევს. მისი თქმით, განსაკუთრებით პირველი 4-5 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

"არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება," - განაცხადა დავით გადელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×