რეზონანსი
24.11.2020

იმის ნაცვლად, რომ ისინი რეალურად ებრძოდნენ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, რომელზეც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები, ახლა ცდილობენ სულ ტყუილად ისრები გადაიტანონ ოპიზიციაზე, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გალელი   (24.11.2020)
ენას ჩაიგდებდე კარგი იქნება. თქვენი მიტინგებით დაღუპვის პირას მიიყვანეთ საქართველოს მოსახლეობა. ბელადის მიმართვა თქვენზე დაივიწყე? გაგახსენებ-ვირუსი არაფერია,საშიში არააო,გამოდით ყველამ მიტინგზე-ყოფილა საშიში? მომიტინგეებიდან ზოგს ეკეთა პირბადე,ზოგს სულ არა, მჭიდროდ ერთმანეთის გვერდზე დგომა, თან პირბადე მთელი დღე და მეორე დღესაც იგივე პირბადე შეიძლებოდა?მოღალატეებო თქვენ

***   (24.11.2020)
ორივე გასაძევებლები ხართ,ერთმანეთზე უარესები.

Sad   (24.11.2020)
Usakmuris erti es yoveli mosaxlis pulebit zis parlametshi saertod ra sargeblobas adzlev kveyanas


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×