რეზონანსი
24.11.2020

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს,რადგან მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა.

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×